
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებს „კოკაინს“, „კლეფედრონს“, „მდმა-ს“ და „მეფედრონს, რაც რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები და მათი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→