
საზოგადოება
პრემიერი სურსათზე ფასების შემცირებაზე: როგორც კი დავაანონსეთ ჩვენ ეს პროცესი, ოპოზიციის, პრაქტიკულად, 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ უნდათ, მაქსიმალურად დაუმძიმონ საზოგადოებას მდგომარეობა
👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
როგორც კი დავაანონსეთ ჩვენ ეს პროცესი, ოპოზიციის, პრაქტიკულად, 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ უნდათ, მაქსიმალურად დაუმძიმონ საზოგადოებას მდგომარეობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ თითქოს ხელისუფლება აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღნიშნული მიმართულებით, თუმცა რასაც ხელისუფლება აპირებს არის ის, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და სადაც ამის რესურსია - ფასების შემცირება უზრუნველყოს.
„ოპოზიციის 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ, თითქოს, ჩვენ ვაპირებთ რაღაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ბუნებრივია, ყველგან უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ყველა შესაბამისი პირის მიმართ უნდა დაისვას შეკითხვები, ვინაიდან მათი პასუხები მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით სწორი დასკვნები...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→