
ბიზნესი
პრემიერი - „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ პროექტი, ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები - ეს ინვესტიცია განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„იგლ ჰილსის" დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.
„ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიაში. ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, ხვალ სიტყვით გამოსვლა ექნება აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები. მისი თქმით. პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პოტენციალზე ამ მიმართულებით.
„ძალიან მნიშვნელოვან სამიტს ვესწრებით აბუ-დაბიში,...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→