პოლიტიკა
ფრედერიკსენი გრენლანდიაზე: ევროპა შანტაჟს არ დაუშვებს
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიკსენი გრენლანდიაზე უთანხმოების გამო აშშ-ს მხრიდან ტარიფების დაწესების მუქარის შესახებ ევროპელი ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დანიის მიმართ მხარდაჭერის გამო მოხარულია, ეს საკითხი კი მის "საზღვრებსაც მნიშვნელოვნად სცდება". მისივე თქმით, ევროპა შანტაჟს არ დაუშვებს.
ამის შესახებ ფრედერიკსენის მიერ დანიური გამოცემისთვის, Ritzau-სთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერია.
"დანიის სამეფოს დიდი მხარდაჭერა აქვს. ამავდროულად, ახლა კიდევ უფრო ნათელია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენს საზღვრებსაც მნიშვნელოვნად სცდება". - წერს ფრედერიკსენი.
ფრედერიკსენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დანიას არა კონფლიქტი, არამედ თანამშრომლობა სურს.
"ჩვენ თანამშრომლობა გვსურს და არ ვართ ისინი, ვისაც კონფლიქტი სურს. მოხარული ვარ დანარჩენი კონტინენტის თანმიმდევრული გზავნილებით: ევროპა შანტაჟს არ დაუშვებს". - წერს ფრედერიკსენი.
ცნობისთვის, ევროპის რვა ქვეყანამ, დანიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, გაერთიანებული სამეფომ, ნიდერლანდებმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და შვედეთმა ტ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→