
ახალი ამბები
ფრანკფურტიდან უკრაინის საზღვრამდე პირდაპირი მატარებელი იმოძრავებს
ბიზნესპრესნიუსი
•26 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რკინიგზის ჩეხური კომპანია, Leo Express, რომელიც ესპანეთის ეროვნული ოპერატორის, Renfe-ის შვილობილია, 2026 წელს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან უკრაინის საზღვარზე მდებარე პოლონეთის ქალაქ პერემიშლში პირდაპირი მატარებლების გაშვებას გეგმავს.
ინფორმაციას Railmarket.com ავრცელებს.
მატარებელი პერემიშლიდან დაიწყებს მოძრაობას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბევრი უკრაინელისთვის მსოფლიოს მთავარ კარიბჭედ იქცა. მარშრუტი, ასევე, პოლონეთის ქალაქებს, ჟეშუვს, ტარნუვს, კრაკოვს, კატოვიცესა და ტიხის გაივლის, შემდეგ კი ჩეხეთის რესპუბლიკაში შევა.
გერმანიაში მატარებელი ბად-შანდაუში, დრეზდენში, ლაიფციგში, ვეიმარში, ერფურტში, ფულდეში, ჰანაუში, ოფენბახში, მაინის-ფრანკფურტსა და მის აეროპორტში გაჩერდება.
მარშრუტის მთლიანი მანძილი 1300 კილომეტრს აჭარბებს.
პირველი რეისი, სავარაუდოდ, 2026 წლის 25 ივნისს შესრულდება. პერემიშლისა და ფრანკფურტის სადგურებს შორის ბილეთის ფასი 10 ევროდან დაიწყება. თავდაპირველად ბილეთები წინასწარი დაჯავშნის გარეშე გაიყიდება, თუმცა Leo Express იანვრიდა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→