ახალი ამბები
ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის საქმეზე ბრალდებულს 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
Tabula
•18 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ფოთის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა 2006 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელმაც პედაგოგ, იგორ კეკელიას "სოციალურ ქსელში ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა."
ცნობისთვის, 11 იანვარს პედაგოგი TV პირველთან ინტერვიუში ამბობდა, რომ, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, კადრების ავთენტურობა და გავრცელების წყარო პროკურატურას ჯერ არ დაუდგენია.
იგორ კეკელიას თქმით, ამბავს სკოლაში დაშინება, ბულინგი და ზეწოლა მოჰყვა. 30 დეკემბერს კეკელია სკოლიდან გაათავისუფლეს.
მასწავლებლის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერდა, რომ "ვიდეომასალა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა ნახა", თუმცა სახელმწიფომ ამ ეტაპზე დამნაშავეთა გამოვლენა ვერ უზრუნველყო.
"არსებული ფაქტებიდან იკვეთება, რომ სკოლამ აირჩია უმარტივესი, მაგრამ უკანონო გზა - პრობლემის მოგვარება დაზარალებულის სამსახურიდან გათავისუფლებით. ნაცვლად მისი დაცვისა, სკოლამ დაიწყო პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავდა პედაგოგის სკოლიდან გაშვებას.
მოულოდნელად სკოლაში გაჩნდა სხვადას...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→