პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
პორტუგალიაში 18 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.პირველ ტურში ზომიერი სოციალისტი ანტონიუ ჟოსე სეგურუ ლიდერობს, მას მოსდევს ულტრამემარჯვენე ანდრე ვენტურა. ეგზიტპოლები და პირველი ნაწილობრივი შედეგები აჩვენებს, რომ ორივე მათგანი მეორე ტურში იყრიან კენჭს.ხმების დაახლოებით 50%-ის დათვლის შემდეგ ნაწილობრივი შედეგების მიხედვით, სეგურუმ ხმების 30%-ზე ოდნავ მეტი მოიპოვა, ხოლო ეგზიტპოლების მიხედვით, მას 30-35%-ი მიემხრო. ვენტურა 26.9% მოაგროვა, რაც მისი ეგზიტპოლების დიაპაზონის 19.9%-24.1%-ის ზედა ზღვარს აღემატება.ულტრამემარჯვენე პარტია Chega-ს (საკმარისია) ლიდერი, ანდრე ვენტურა პირველ ტურში გამარჯვების ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა გამოკითხვების პროგნოზით, ის მეორე ტურში დამარცხდება, იმის მიუხედავად, თუ ვის დაუპირისპირდება.პრეზიდენტის როლი პორტუგალიაში ძირითადად ცერემონიულია, მაგრამ კრიზისის დროს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი, დანიშნოს არჩევნები ან გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრი.ვენტურამ განაცხადა, რომ ამ მზიან დედაქალაქში ხმის მიცემის შემდეგ თავს „ძალიან თავდაჯერებულად“ გრძნობს.„ჩვენ არ შეგვ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→