პოლიტიკა
პოპშოის თქმით, მოლდოვამ დსთ-ს ოფიციალურად დატოვების პროცესი დაიწყო
Tabula
•19 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
მოლდოვის სამთავრობო მედიის, Moldpres-ის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრის მოადგილემ, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა, რომ მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ორგანიზაციას ფორმალურად დატოვებს, რა მიზნითაც უკვე დაწყებულია იმ ფუნდამენტური შეთანხმებების დენონსაციის პროცესი, რომლებიც დსთ-ში მოლდოვის წევრობას უდევს საფუძვლად.
"მსურს პირველად გავაკეთო ეს განცხადება: ჩვენ უკვე დავიწყეთ დსთ-სთან სამი შეთანხმების დენონსაციაზე თანხმობის მიღების პროცესი. ეს არის შეთანხმებები, რომლებიც საფუძვლად უდევს დსთ-ში ჩვენს წევრობას." - თქვა პოპშოიმ.
კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობა ექნება ამ გადაწყვეტილებას მოლდოვისთვის, მან განაცხადა, რომ "ოფიციალურად მოლდოვა დსთ-ს წევრი აღარ იქნება. ამ ფუნდამენტური შეთანხმებების დენონსირება, რომლებიც ჩვენს წევრობას უდევს საფუძვლად, მოგვცემს საშუალებას, ვთქვათ, რომ სამართლებრივი გადმოსახედიდან, მოლდოვის რესპუბლიკა აღარ იქნება წევრი."
"დე ფაქტო ჩვენ [დსთ-ში] მონაწილეობა დიდი ხნის წინ შევაჩერეთ, მაგრამ სამართლებრივად ისევ წევრები ვარ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→