მსოფლიო
პოლონეთმა უკრაინის დასახმარებლად ცხრა MiG-29 ავიაგამანადგურებლის გადაცემა დაამტკიცა
Tabula
•16 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ 15 იანვარს პოლონურ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ პოლონეთმა უკრაინისთვის ცხრა ერთეული MiG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლის გადაცემა დაამტკიცა.
ზალევსკის თქმით, პოლონეთის მთავრობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდება, რადგან თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
"ჩვენ ველოდებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პასუხს. დისკუსიები მიმდინარეობს... ეს სრულად ტექნიკური განხილვებია." - განმარტა მან.
კითხვაზე, დათანხმდა თუ არა უკრაინა პოლონეთის შეთავაზებას, ზალევსკიმ უპასუხა, რომ კიევი, სავარაუდოდ, მზად არის შეთავაზების მისაღებად.
"მგონია, რომ უკრაინელებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამ შეთავაზების მიღებაზე. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლებიც, როგორც ყოველთვის, დაზუსტებას საჭიროებს," დაამატა მან.
ცნობისთვის, პოლონეთმა თავრაპირველად უკრაინას 14 ერთეული MiG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლი 2023 წლის გაზაფხულზე გადასცა, რითაც პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კიევს საბრძოლო თვითმფრი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→