
მსოფლიო
პოლონეთმა ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის თვითმფრინავი გადაიტაცა
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ამ ცნობას ავრცელებს პოლონეთის საჰაერო ძალების ოპერატიული სამმართველო.
ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა. ცნობის თანახმად, გამანადგურებლებმა "გადაიტაცეს, ვიზუალურად ამოიცნეს და თავიანთი პასუხისმგებლობის ზონიდან გააცილეს რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი".
სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ ღამით შეამჩნიეს ობიექტები, რომლებიც ბელარუსის მხრიდან შედიოდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში - როგორც ვარაუდობენ, ეს იყო კონტრაბანდის საჰაერო ბუშტები. "უსაფრთხოების მიზნებისთვის საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით დაიხურა სამოქალაქო გადაადგილებისთვის" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბოლო თვეებში რუსეთის გამანადგურებლებმა და დრონებმა არაერთხელ დაარღვიეს ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცე. სააგენტო Bloomberg-ი წერდა, რომ სექტემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დიპლომატებმა კერძო დღის წესრიგის ფარგლებში მოსკოვი გააფრთხილეს, რომ ნატოს თავდაცვის ძალები მზად არიან ჩამოაგდონ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→