
მსოფლიო
პირველ საშობაო ქადაგებაში პაპმა დაგმო ღაზაში პალესტინელთა მძიმე მდგომარეობა, ილაპარაკა "ძალადობით გაწამებულ" უკრაინელებზე
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
რომის პაპმა, ლეონმა 25 დეკემბერს წარმოთქმულ საშობაო ქადაგებაში დაგმო პირობები, რომელშიც ღაზაში პალესტინელ ხალხს უწევს ცხოვრება - რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, უჩვეულოდ პირდაპირი მოწოდება იყო საშობაო მსახურებისთვის ჩვეული განწყობისთვის და ცერემონიული ფორმისთვის.
ლეონ XIV-ის თქმით, ბაგაში დაბადებული იესოს ამბავი გვაუწყებს, რომ ღმერთმა "თავისი მყიფე კარავი" მსოფლიოს ხალხებს შორის აღმართა.
"მაშ როგორ შეგვიძლია არ ვიფიქროთ კარვებზე ღაზაში - რომლებიც კვირების განმავლობაში დაუცველია წვიმის, ქარის და სიცივის წინაშე?" - იკითხა პაპმა.
ლეონისთვის - რომელიც აშშ-ში დაბადებული პირველი პაპია - ეს პირველი შობის დღესასწაულია მას მერე, რაც მაისში ის ვატიკანში პაპად აირჩიეს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ. თავის წინამორბედთან შედარებით ლეონს უფრო მშვიდი და დიპლომატიური ინტონაცია გამოარჩევს - ის, როგორც წესი, ქადაგებებში თავს იკავებს ხოლმე პოლიტიკური ელფერის სიტყვებისგან.
მოგვიანებით, საშობაო დალოცვისას ლეონმა - რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ იმიგრანტებზე და ღატაკებზე ზრუნვა მთავარ საკითხებად აქ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→