
ახალი ამბები
ფინეთმა გაავრცელა დეტალები მის მიერ დაკავებული გემის შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკი-ტალინის კაბელის დაზიანებაში
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ფინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა დეტალები მის მიერ დაკავებული გემის, Fitburg-ის შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკი-ტალინს შორის კაბელის დაზიანებაში, იუწყებიან Reuters და Yle.fi.
გამოძიების მონაცემებით, ბორტზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა: რუსეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც ფინეთის პოლიციამ დააკავა.
LSEG-ის ცნობით, გემი Fitburg Shipping Company Ltd-ს ეკუთვნის და მას Albros Shipping and Trading Ltd მართავს. Reuters-მა ვერცერთ კომპანიასთან ვერ შეძლო ტელეფონით დაკავშირება.
ვებსაიტ Marinetraffic-ის ცნობით, 132 მეტრის სიგრძის სატვირთო გემი პორკალის სანაპიროსთან მდებარეობს. ის კარიბის ზღვაში მდებარე სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ დაცურავდა. ინციდენტის დროს Fitburg-ი სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მიემართებოდა, განაცხადა ფინეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
31 დეკემბერს ესტონეთის იუსტიციისა და ციფრული კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთის ყურეში ხუთი კაბელი დაზიანდა. კერძოდ, დაზ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→