
ახალი ამბები
პენიტენციური უარყოფს, რომ ზურა ჯაფარიძეს გათავისუფლების დრო წინასწარ აცნობეს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ტყუილია, თითქოს პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძეს საპატიმროს დატოვების სავარაუდო დროზე წინასწარ აცნობეს, შემდეგ კი იმაზე ადრე გაუშვეს, ვიდრე შეატყობინეს.
შედეგად, ზურა ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლის ამსახველი კადრები არ არსებობს და ვერც ოჯახის წევრებმა ვერ მოასწრეს რუსთავში ჩასვლა.
ზურა ჯაფარიძის გათავისუფლებას ოჯახის წევრები და მეგობრები დილის 10:00 საათისთვის ელოდნენ და მის დასახვედრად რუსთავის ციხის შესასვლელთან მისვლას გეგმავდნენ, თუმცა მათ მოულოდნელად გაიგეს, რომ პოლიტიკოსს საპატიმრო უფრო ადრე, დაახლოებით 08:00 საათზე, დაატოვებინეს.
უწყების ცნობით, „კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ“.
„გაურკვეველია რას ეფუძნებოდა მსჯავრდებულის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მას პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→