
ახალი ამბები
ფეხბურთში ფსონების სკანდალთან დაკავშირებით თურქეთში 29 პირი დააკავეს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
თურქეთის ფეხბურთში ფსონების სკანდალი 26 დეკემბერს კიდევ უფრო გამწვავდა, როცა 29 ადამიანი, მათ შორის 14 ფეხბურთელი, დააკავეს, - განაცხადა სტამბოლის პროკურატურამ.მათი დაპატიმრება ნოემბრის დასაწყისში ექვსი მსაჯისა და უმაღლესი დონის კლუბ ეიიუფსფორის პრეზიდენტის დაპატიმრებას მოჰყვა. „29 ადამიანის, მათ შორის 14 ფეხბურთელის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები გაიცა და 24 მათგანი პოლიციის განყოფილებისიზოლატორში გადაიყვანეს”- ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.დაკავებულებს შორის არიან თურქეთის ცნობილი საფეხბურთო კლუბის გალათასარაის ყოფილი პრეზიდენტი, ერდენ თიმური, ეიიუფსფორის ვიცე-პრეზიდენტი, ფათიჰ ქულაქსიზი, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის (TFF) დირექტორი, ბიზნესმენები და ყოფილი პოლიციელი.ექვს ეჭვმიტანილს ბრალი ედება 2024 წლის 26 ოქტომბერს „ქასიმფაშა -სამსუნსფორის მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენაში“, ხოლო 14-მა მოთამაშემ „ფსონები ისე დადო, რომ შეეძლო მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა“, როდესაც ფსონებს დებდნენ მოწინააღმდეგე გუნდის გამარჯვებაზე საკუთარი კლუბის წინააღმდეგ მატჩში.პროკურატურის ცნობით, საბან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→