
ახალი ამბები
პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში სიყვარულზე, სიტყვის თავისუფლებასა და მათ საზღვრებზე საუბრობს
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში მოყვასის მიმართ სიყვარულის შესახებ იქადაგა და ამავდროულად გააფრთხილა, რომ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებენ და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.
„განკაცებულმა ღმერთმა… კაცობრიობას ახალი მცნების მთავარი არსი ამ სიტყვებით განუცხადა: „გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე, გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი", რაც სხვისთვის (მოყვასისთვის) თავდადებულ სიყვარულს გულისხმობს“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
„მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ – ბოროტი, წარმატებული, თუ – წარუმატებელი, მდიდარი, თუ – ღარიბი, გონიერი, თუ – უგუნური“, – აცხადებს პატრიარქი. „ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→