ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრებს, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 16 ადამიანს, მათ შორის 10 არასრუწლოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან დაკავებულების ნაწილი არასრუწლოვანია.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:
მათი დაკავების დღეს, 16 იანვარს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.
No media source currently available
შსს-ს ცნობით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, ხოლო შემდეგ მათზე ძალადობის და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.
შსს-ს ცნობით, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→