
ახალი ამბები
„ფასებს ზრდის რეგულაციებიც - ერთი კომპანიისთვის ამან შეიძლება წარმოშვას მილიონ ლარზე მეტი ხარჯი, რითაც საბოლოოდ, ზარალდება მომხმარებელი“
ბიზნესპრესნიუსი
•25 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„მარჟა ამ ტიპის პროდუქციაზე რეალურად იმის ნახევარია, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებაში გაჟღერდა“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყანაში სასურსათო პროდუქციაზე არსებულ ფასნამატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ პროდუქტზე ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატითაა განპირობებული. მისივე თქმით, ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→