
ახალი ამბები
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ დროშები და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - სკანდირებენ ისინი.
პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→