
ახალი ამბები
პარიზი მასპინძლობს უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ სამიტს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ელისეს სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ „მსურველთა კოალიციის“ სხდომის დაწყებამდე მაკრონი და ზელენსკი სამუშაო სადილს გამართავენ უიტკოფსა და კუშნერთან.
წყაროს თანახმად, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ 35 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის 27 ქვეყნის მეთაურები.
სამიტის დღის წესრიგშია უკრაინის მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტების, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია.
2025 წლის 28 დეკემბერს ფლორიდაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან.
მისი დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ წინ მიიწევენ უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიების, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში და იანვრის დასაწყისში პ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→