
მსოფლიო
პაპუაშვილი ვენესუელის მოვლენებზე: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
შალვა პაპუაშვილი პოსტში ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზნებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობა, ამ საკითხებში კი "ილუზიებსა და სენტიმენტებს ადგილი არ აქვს".
"სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება", - წერს პაპუაშვილი.
ვენესუელა, რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსა და სირიასთან ერთად, აღიარებს "აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას". 2009 წელს უგო ჩავესის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე ძალაშია. არც სირიას არ შეუცვლია გადაწყვეტილება, ხელისუფლების შეცვლისა და თბილისის მოწოდებების მიუხედავად.
პაპუაშვილის თანახმად, დაიშალა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი და მცირე სახელმწიფოებს ახალი რეალობის პირობებში გადარჩენის საკუთარი გზა სჭირდებათ. მისი თქმით, გლობალური მოვლენები, მათ შორის ვენესუელის მაგალითი, საზოგადოების შიგნით „ნიღბებს ხსნის“ და წარმოაჩენს იმ ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→