
ახალი ამბები
ომბუდსმენმა დაიწყო ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ანი ნადარეიშვილმა სახალხო დამცველს 5 იანვარს მიმართა, მისი თქმით, მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული დარღვევების შესწავლის მიზნით. მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევაა.
ომბუდსმენისადმი განცხადებაში ის წერს სხვადასხვა უწყების მიერ ჩადენილ დარღვევებზე, ძალის გადამეტებაზე, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე იმისთვის, რომ დაკითხვაზე ბაჩო ახალაიას თავისი და მეგობრების წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
ანი ნადარეიშვილი ასევე ითხოვს თავისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას და სასამართლოს მიერ სხდომის დახურვის გადაწყვეტილების შეფასებას.
"ეს წერილები საერთაშორისო პროცესების საფუძველია, არ არსებობს საერთაშორისო ინსტანცია, რომელიც რეაგირებს სიტყვებზე. რეაგირებენ მტკიცებულებებზე. ჩემი ყველა მიმართვა არის მომავალი სარჩელის ნაწილი. მე არ ველოდე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→