მსოფლიო
NYT: ვენესუელაში აშშ-ს იერიშის დროს რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერ იმუშავეს
Tabula
•12 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ 3 იანვარს აშშ-ს მიერ მოწყობილი მადუროს დაკავების სპეცოპერაციის დროს, ვენესუელის რუსული საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების ნაწილი სარადარო სისტემებთანაც არ იყო დაკავშირებული, რის გამოც ქვეყნის საჰაერო სივრცე "საკვირველად დაუცველი იყო" იქამდე დიდი ხნით ადრეც კი, სანამ პენტაგონი კარაკასში იერიშს წამოიწყებდა.
ოთხი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ვენესუელამ ვერ შეძლო S-300-ებისა და Buk-ის ტიპის თავდაცვითი სისტემების მოვლა და შენახვა, რის შედეგადაც საჰაერო სივრცე დაუცველი იყო ოპერაცია "აბსოლუტური გადაწყვეტილების" დროს.
ამას გარდა, NYT-ის ანალიზით, რომელიც ფოტოებს, ვიდეოებსა და სატელიტურ სურათებს ეყრდნობა, აშშ-ს იერიშის დროს საჰაერო თავდაცვითი სისტემების ზოგიერთ კომპონენტი, მზადყოფნაში მოყვანის მაგივრად, ჯერ კიდევ საწყობში ინახებოდა. შესაბამისად, გამოცემა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ თვეების განმავლობაში გაფრთხილებების მიუხედავად, ვენესუელა არ ყოფილა მზად აშშ-ს თავდასხმისთვის.
NYT-ს მიხედვით, აშშ-ს წარ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→