
ახალი ამბები
ნუ აჰყვებით კამპანიას, რომ წელს ვაქცინა „ჩავარდა“ - მაია ბუწაშვილი
ბიზნესპრესნიუსი
•5 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენთან რასაც ვაკვირდებით, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ - 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით - გთხოვთ, ნუ აჰყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა „ჩავარდა“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, წელს მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ.
„ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ ვაქცინამ „არ იმუშავა“. შეგახსენებთ, წელს წამყვანია H3N2 subclade K (და არა „ღორის გრიპი“, როგორც ამას ბევრი ამბობს, რომელიც არის H1N1. ახლა ეს ქვეტიპიც ცირკულირებს, მაგრამ წელს აქცენტი H3N2-ზეა).
მოკლედ, ამ ქვეტიპებზე ყურადღების გამახვილებას, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. უბრალოდ, აქ მთავარი ის არის, რომ წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა იმის შემდეგ, რა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→