
ახალი ამბები
ნიუ-იორკის მოქმედი მერი თბილისში იმყოფებოდა
Radio Tavisupleba👁️4
📰 სტატიის მონაკვეთი
თბილისში იმყოფებოდა ნიუ-იორკის მოქმედი მერი ერიკ ადამსი, ბიზნესმენ გიორგი რამიშვლითან ერთად, მან თბილისის სასტუმრო "ტელეგრაფშ"- ში სპეციალური სივრცე New York City Suite გახსნა რომელიც, როგორც აღინიშნა, "ნიუ-იორკის ენერგიას, უნიკალურ დინამიკას და გლობალურ სულს ასახავს."
Euronews Georgia-ს ცნობით, ადამსი საქართველოში საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-ისა და USA Georgia Legacy Foundation-ის მოწვევით ჩავიდა.
"თბილისში რომ ხვდები, აცნობიერებ, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც აქვს საკუთარი ხმა, საკუთარი გზა, ქალაქი, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს ერწყმის. განსაკუთრებით შესანიშნავია მისი მდიდარიკულტურა, თუმცა მიმაჩნია, რომ ქალაქის მთავარი ძალა მისი ხალხია, მისი კეთილი, თავაზიანი, სტუმართმოყვარე ხალხი. ადამიანები, რომლებიც გაჩვენებენ, თუ რატომ არის ეს მომავლის ქალაქი", – ციტირებს მედია ნიუ-იორკის მერის სიტყვებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერიკ ადამსმა, ბიზნესმენ საბა მიქავასთან ერთად, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის მეგობარია, მოინახულა სპორტული ავტომობილების For...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→