
ახალი ამბები
ნეთანიაჰუმ პუტინის მეშვეობით აცნობა ირანს, რომ თავს არ დაესხმება - ისრაელის მედია
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
თანამოსაუბრეების ცნობით, პუტინმა და ნეთანიაჰუმ ბოლო დროს რამდენჯერმე ისაუბრეს ტელეფონით ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე.
„ნეთანიაჰუმ პუტინს სთხოვა, დაერწმუნებინა ირანი: „ჩვენ მათ თავს არ დავესხმებით“, - იტყობინება Kan-ი.ორ ლიდერს შორის გამართული ბოლო სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმა 15 ნოემბერს გაავრცელა. საუბარი ეხებოდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ირანის ბირთვულ პროგრამას და სირიაში არსებულ ვითარებას. ერთი თვით ადრე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ისრაელისგან იღებდა სიგნალებს იმის შესახებ, რომ ის არ იყო დაინტერესებული ირანთან კონფრონტაციით.როგორც Kan-ი აღნიშნავს, ისრაელი შიშობს, რომ თეირანმა, რომელიც დარტყმას გარდაუვალად მიიჩნევს, შესაძლოა, პირველმა შეუტიოს ისრაელის ტერიტორიას. ნეთანიაჰუს მოსკოვის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ასეთი სცენარის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.5 იანვარს პარლამენტში გამოსვლისას, ისრაელის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელისა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→