ბიზნესი
ნაძვის ხის ილუმინაციების იმპორტი 70%-ით შემცირდა - რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ სანათებს
ბიზნესპრესნიუსი
•21 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ნაძვის ხეების მოსართავად გამოსაყენებელი მნათი მოწყობილობების იმპორტი წლიურად 69.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 11-თვეში საქართველოში იმპორტირებულია 1.094 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მნათი მოწყობილობების ნაკრები, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი 3.634 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მიმდინარე წელს ქვეყანში მსგავსი ტიპის ნაძვის ხის ილუმინაციების იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
კერძოდ, 2022 წლის 11 თვეში საქართველომ 1.516 მლნ დოლარის ნაძვის ხის მნათი მოწყობილობების ნაკრები იყიდა, 2023 წელს კი 3.258 მლნ აშშ დოლარის.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოში ყველაზე მეტი ნაძვის ხის მნათი მოწყობილობა ჩინეთიდან შემოვიდა. ჩინეთიდან იმპორტირებულმა პროდუქციამ ჯამური მოცულობის 85.5% შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ჩინეთში 935.5 ათასი აშშ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→