ბიზნესი
მზის ენერგიის გამოყენება - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე (რ)
Tabula
•13 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი, მზის ენერგიის გამოყენება დაემატა.
კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებით და სურთ, გაიგონ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვის მზის ენერგიის გამოყენებას.
ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან, რა პრინციპით მუშაობს სისტემა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ბიზნესში. კურსი მიმოიხილავს მზის ენერგიის გამოყენების ძირითად უპირატესობებს, მათ შორის ხარჯების შემცირებასა და გრძელვადიან ფინანსურ ეფექტს.
კურსს უძღვება თორნიკე დარჯანია, Helios Energy-ის დამფუძნებელი, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ მაგალითებს მზის ენერგიის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ საქართველოში.
კურსზ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→