
მსოფლიო
მსხვერპლი, ნგრევა - უკრაინაზე მასირებული შეტევა იყო რუსული დრონებითა და რაკეტებით
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის ჯარები გასული ღამიდან უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ, რასაც დილიდან დაემატა სარაკეტო დარტყმები. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევში გამოაცხადეს საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დილიდან დაიწყო პირველადი შედეგების გამოქვეყნება.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ვიშგოროდის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. დამწვარია კერძო სახლი. ობუხოვის რაიონში დაზიანებულია ორი სახლი.
ხმელნიცკის ოლქში ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დრონების ნამსხვრევებმა სახლი დააზიანა დედაქალაქის სვიატოშინსკის რაიონში. დაშავებულია სამი ადამიანი.
ჟიტომირის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხით დილის ათი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→