
მსოფლიო
მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სერბეთის თავდაცვითი კომპანიის წარმომადგენელი
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სერბეთის სახელმწიფო თავდაცვითი კომპანიის „იუგოიმპორტ-СДПР“-ის წარმომადგენელი რადომირ კურტიჩი. ამის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება სერბული მედია, კერძოდ - "РТС"-ი და "ბლიცი". კურტიჩი გარდაიცვალა 17 ნოემბერს, მაგრამ ცნობები მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ახლა გამოჩნდა. სამშაბათს საღამოს მომხდარზე კომენტარი გააკეთა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
გამოცემა "ბლიცი“ წერს, რომ „გარდაცვალება საეჭვო ხასიათისაა“ და რომ სერბეთის პრეზიდენტი ამის თაობაზე ინფორმირებული იყო. გამოცემა აგრეთვე მიუთითებს, რომ რუსეთის მხარეს ჯერჯერობით სერბეთისთვის არ მიუწოდებია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
ვრცელდება ცნობა, რომ სერბეთის სპეცსამსახურებმა ვუჩიჩს მიაწოდეს ანგარიში რადომირ კურტიჩის „საეჭვო გარდაცვალებაზე“. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოსკოვის ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი უცნობია. „ბლიცის“ თანახმად, კურტიჩის სიკვდილის შემდეგ, კომპანია „იუგოიმპორტის“ წარმომადგენლები გაემგზავრნენ მოსკოვში და კომპანიის ო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→