
მსოფლიო
მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
Radio Tavisupleba👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ 24 დეკემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საგზაო-საპატრულო სამსახურის ორმა თანამშრომელმა პოლიციის ავტომობილთან შენიშნა საეჭვო პირი, მასთან დაკავების მიზნით მიახლოებისას ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და დაიღუპნენ პოლიციის ორივე თანამშრომელი და მათ გვერდით მყოფი პირი.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რომ ეს პირი აფეთქების მომწყობი იყო. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მესამე დაღუპული ეჭვმიტანილი პირია.
რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი 112 გამთენიისას წერდა, რომ გვიან ღამით მამაკაცმა საგზაო-საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში შეაგდო პაკეტი „დაუდგენელი მოწყობილობით“, რომელიც აფეთქდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით.
გამოცემა „აგენტსტვო" წერს, რომ მოსკოვის ის ადგილი, სადაც გასულ ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ, სამას მეტრშია იმ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→