
ახალი ამბები
მოსკოვში ააფეთქეს კიდევ ერთი რუსი გენერალი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სარვაროვი დღეს, 22 დეკემბერს დილით დაიღუპა აფეთქების შედეგად, ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ავტომობილში იყო დამონტაჟებული.
გამოძიება დაწყებულია მკვლელობის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით დანაშაული ორგანიზებულია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ.
უკრაინულ მხარეს ამ ვერსიაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში სარვაროვი მონაწილეობდა ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტში და ჩეჩნეთის ომში. 2015-2016 წლებში - სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაში. გამოცემა „პროექტის“ ინფორმაციით, ფანილ სარვაროვი მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომშიც.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→