
ახალი ამბები
მომავალი წლიდან რუსული ზეთის საექსპორტო გადასახადი 36.5%-ით იზრდება
ბიზნესპრესნიუსი
•26 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსული მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 2026 წლის იანვარში 36.5%-ით გაიზრდება და ტონაზე 9.298.6 რუბლს (119 დოლარს) მიაღწევს, მაშინ, როცა დეკემბერში 8.214.5 რუბლია (105 დოლარია). ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მზესუმზირის შროტზე გადასახადი ისევ განულდება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 31 აგვისტომდე მზესუმზირის ზეთისა და შროტის ექსპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი მოქმედებდა, რაც 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა.
ახალი ბაჟი საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რაც ტონა მზესუმზირის ზეთზე ერთი თვის წინანდელი 1.169.5 დოლარიდან 1.200.2 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ტონა შროტზე 210.9 დოლარიდან 195.7 დოლარამდე შემცირდა.
საბაჟო გადასახადი საბაზისო ფასსა და საორიენტაციო ფასს შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს. ამჟამად მზესუმზირის ზეთის საბაზისო ფასი ტონაზე 82 500 რუბლს (1059 დოლარს), ხოლო შროტზე 15 875 რუბლს (204 დოლარს) შეადგენს.
რუსეთმა „მზესუმზირის დემპერის“ მექანიზმი 2021 წლის 1 სექტემბერს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→