ახალი ამბები
მიითვისეს $87 000 და ₾73 400, გამოიყენეს აზარტულ თამაშებში – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს
Tabula
•14 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
პროკურატურის ცნობით, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. უწყების ცნობითვე, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, თითქოსდა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის მიზნით დაზარალებული დაარწმუნეს მათთვის დიდი ოდენობის თანხა გადაეცა, სანაცვლოდ კი მოგების პროცენტის და ე.წ. ძირითადი თანხის დაბრუნებას დაჰპირდნენ. აღნიშნული გზით, თაღლითური ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს 87 000 აშშ დოლარი და 73 400 ლარი გამოართვეს, რაც მოტყუებით მიისაკუთრეს და პირადი მიზნებისთვის, მათ შორის აზარტულ თამაშებში გამოიყენეს". - წერს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, შსს-ში საქმეზე გამოძ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→