
ახალი ამბები
მგზავრის ხუმრობის გამო, ბარსელონის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მგზავრი თვითმფრინავის Wi-Fi-ის ქსელს ისეთი სახელით მიუერთდა, რომელიც ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე მიანიშნებდა.„თურქეთის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ესპანეთში მიფრინავდა, 15 იანვარს ბარსელონის ელ-პრატის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თუმცა, ბოლოს გაირკვა, რომ ბომბის აფეთქების მუქარა, სინამდვილეში, ერთ-ერთი მგზავრის ხუმრობა აღმოჩნდა.აეროპორტის მფლობელმა კომპანია AENA-მ ინციდენტი სოციალურ ქსელებში დაადასტურა, რომელიც „ფრენისთვის შექმნილი საშიშროების“ შესახებ დილის 10:00 საათზე მიღებულ შეტყობინებას მოჰყვა.თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 148 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა, აეროპორტში დაგეგმილზე ნახევარი საათით გვიან, დაახლოებით 11:00 საათზე დაეშვა. ადგილზე უკვე მობილიზებული იყო უსაფრთხოების ძალები. საჰაერო ხომალდი, სასწრაფო შემოწმებისთვის, უმალვე გადაიყვანეს სპეციალურ ზონაში.AENA-ს განცხადებით, უსაფრთხოების პროტოკოლების ამოქმედებისა და საფრთხის შეფასების შემდეგ, „განგაშის სიგნალი გაუქმდა“. „თურქეთის ავიახაზების“ ცნობით კი, ყველაფერი იმ მგზავრის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→