
ახალი ამბები
მეუფე შიო: ჩვენს სავედრებელ ლოცვებთან ერთად არ დაგვავიწყდეს, დიდება და მადლობა შევწიროთ ჩვენს ზეციერ მამას, რომლის წყალობაც და მოწყალებაც, მიუხედავად ჩვენი მერყეობისა, უცვლელი რჩება
👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
სავედრებელ ლოცვებთან ერთად არსებობს სამადლობელი ლოცვებიც. დღეს სწორედ მადლიერების მნიშვნელობაზეა სახარება. მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც ხსნის ადამიანის გულში მის უსაზღვრო სიღრმეს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
მიტროპოლიტმა მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ტაძარში მსახურებაზე წაკითხული სახარება განმარტა, რომელიც უფლის მიერ 10 კეთროვნის განკურნებას ეხებოდა.
„დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ათი კეთროვნის განკურნების შესახებ (ლკ. 17, 12-19). როდესაც ამ ეპიზოდს ვკითხულობთ, მაცხოვრის შეკითხვაში ჩანს მისი დიდი სიკეთე, ამავე დროს კი, ისმის საყვედურიც: „გარნა ათნივე არ განიწმინდნენ? ცხრა სადღა არის?!“ - ნუთუ ეს ცხრა იმდენად გულქვა აღმოჩნდა, რომ სურვილიც კი არ გაუჩნდათ, მობრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ მკურნალისთვის?! მაგრამ არც მობრუნდნენ და არც მად...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→