ბიზნესი
„მეტი სიფრთხილეა ალბათ, აუცილებელი, როდესაც ბიზნესთან ვსაუბრობთ სამართალდამცავების ენით - ჯერ ის შეისწავლონ, რატომ შეწყდა სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა“
ბიზნესპრესნიუსი
•24 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„მეტი სიფრთხილეა ალბათ, აუცილებელი, როდესაც ბიზნესთან ვსაუბრობთ სამართალდამცავების ენით“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ქვეყანაში სასურსათო პროდუქციაზე არსებულ ფასნამატთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროდუქტზე ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატითაა განპირობებული. მისივე თქმით, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-იდან 13.5 პროცენტამდე მერყეობს.
პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. მან საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნითაც მიმართა.
როგორც ლაშა რიჟამაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, სამართალდამცავებმა პირველ რიგში უნდა შეისწავლონ, რატომ შეწყდა სამართლიანი ვაჭრობის შესა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→