
ახალი ამბები
მერმა კიეველებს ქალაქის დროებით დატოვება ურჩია - კიევის დიდი ნაწილი გათბობის გარეშეა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების გამო დედაქალაქში გათბობის გარეშეა თითქმის 6 ათასი მრავალბინიანი სახლი. ამის შესახებ 9 იანვარს, დღისით განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მისი ინფორმაციით, შეფერხებულია წყლით მომარაგებაც.
კიევში ყინვა და თოვლია. უკრაინის მეტეოსამსახურის პროგნოზით, შაბათ-კვირას ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 11-დან მინუს 18 გრადუსამდე დაეცემა.
ვიტალი კლიჩკოს თანახმად, დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა მომარაგება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, თუმცა კიევზე გასულ ღამით განხორციელებული შეტევა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის ყველაზე მტკივნეული იყო. ალტერნატიული მომარაგების წყაროებზე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებები.
კიევის მერის განცხადებით, არსებული პროგნოზით, უახლოეს დღეებში ისევ რთული მეტეოპირობები იქნება.
კლიჩკომ მიმართა კიეველებს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ქალაქი დროებით დატოვონ და გაემგზავრონ იმ ადგილებში, სადაც გათბობის ალტ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→