
ბიზნესი
მეორად უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება - „საკურა ფროფერთის“
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის მანძილზე პირველად უძრავ ქონებაზე ფასების მატების ტენდენცია არსებობდა, რაც განპირობებული იყო როგორც მშენებლობისა და მიწების გაძვირებით, ისე მუშახელის ანაზღაურების ზრდით. 2026 წელს ფასების მკვეთრი მატების მოლოდინი სექტორს არ აქვს.რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას უძრავი ქონების კომპანია „საკურა ფროფერთის“ დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა აქტიურია, არც ფასების კლებაა მოსალოდნელი.„2026 წელს უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრი კლების ან მკვეთრი მომატების მოლოდინი არ არსებობს იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკაში უკვე საკმაო ზრდა იყო. შესაბამისად, ნებისმიერ ტენდენციას რომ შევხედოთ, ძალიან დიდხანს ასეთი რაღაცები არ გრძელდება, თუმცა არც კლებას ველოდებით, ვინაიდან ფასების ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა საკმაოდ აქტიურია, ეს რაც შეეხება პირველად უძრავ ქონებას. მეორადი უძრავი ქონების ბაზარზე მიგრაციის შედეგად მომატებული ფასები ოდნავ დასტაბილურდა“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.მისივე ინფორმაციით, ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე გაცემ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→