
ახალი ამბები
მედიის ინფორმაციით, აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 7 იანვარს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან.
რუსული მედიის ცნობით, დაკავებული ტანკერის "Marinera" ეკიპაჟის წევრებს შორის 28 ადამიანია, მათ შორის 20 უკრაინელი, ექვსი ქართველი – მათ შორის კაპიტანი – და ორი რუსი.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ ის „ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ახორციელებს „შესაბამის“ სამუშაოებს და რომ ამ ეტაპზე სამინისტროში ცნობა საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შესულა.
7 იანვარს, აშშ-ის სანაპირო დაცვამ და აშშ-ის სამხედრო სპეციალურმა ძალებმა ვენესუელასთან დაკავშირებული ორი ტანკერი დააკავეს. "Marinera“, რომელმაც დეკემბერში აშშ-ის მიერ ვენესუელას ბლოკადის გვერდის ავლ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→