
ახალი ამბები
„მართალი ბიჭის დედასაც შეუძლია სიკვდილი“ - მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მოზარდებისთვის ბრალის დამძიმების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
საქმე სასამართლოს დახურულ სხდომაზე უნდა განიხილონ, რადგან მასში ფიგურირებენ არასრულწლოვნები. მათ შორის ერთ-ერთია, დემეტრე ჩიქოვანი, რომლის დედას სოფო ძნელაძესაც რადიო თავისუფლება ესაუბრა.
მასალაში არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანის სახელი და გვარი მის დედის თანხმობით არის ნახსენები.
იმის გამო, რომ საქმე დახურულ სხდომაზე უნდა განიხილონ, ჟურნალისტებს მასალებზე წვდომა არ აქვთ. სოფო ძნელაძე ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულო და ამას ამტკიცებს საქმის მასალებიც, რომელშიც მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ დევს.
„გიგა ავალიანის დედა სამართალს ეძებს და როგორც კი ჩათვლის, რომ იპოვა, ის გაჩუმდება... [2025 წლის] 20 ოქტომბერს, როცა დემეტრე დააკავეს, იმ ოჯახს ჰქონდა აქცია დაანონსებული... ჩემი შვილი გადაუგდეს „ბარტყად“, რომ იმ მის დედას აეღო განზრახვაზე ხელი და შიმშილობა არ დაეწყო“.
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დემეტრე ჩიქოვანს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სოფო ძნელაძე ამბობს, რომ ამით მის შვილს „ტყვიას...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→