
ახალი ამბები
მარჯანიშვილზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - მეზობლები იყვნენ და ერთად გაიზარდნენ, ამას არ უარყოფს - სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით არაფერს საუბრობს, თქვა, რომ ის მკვდარი არ არის
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ამირან დარჯანიას ადვოკატის, თამარ გაგუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს და კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად მონაწილეობს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა.
მისივე თქმით, დარჯანია არ უარყოფს, რომ გარდაცვლილ გოგოს იცნობდა — ისინი მეზობლები იყვნენ და ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, თუმცა უშუალოდ მკვლელობის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ის არ არის მკვდარი“.
„გუშინ შევხდი მას. როგორც კი დააკავეს, მალევე დაენიშნა ადვოკატი, რადგან ის ექვემდებარება სავალდებულო დაცვას მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე. გუშინ იყო საგამოძიებო მოქმედებები. მანამდე ვნახე, მქონდა კომუნიკაცია. სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით არაფერს არ საუბრობს. კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად საუბრობს. რაც შეეხება გარემოებას, ის უარყოფს და საერთოდ გამორიცხავს. თქვა რომ ის არ არის მკვდარი. ერთადერთი ის თქვა, რომ არ არის მკვდარიო. იმას, რომ იცნობდა ამ გოგოს, მეზობლები იყვნენ და...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→