
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესაპუბლიკას ეწვია
👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში, რომელსაც, თანათავმჯდომარეების რანგში, მარიამ ქვრივიშვილი და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი გახსნიან, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, სხდომაზე განიხილება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. სხდომის დასასრულს, მინისტრები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ ბელგრადში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს - Eagle Hills - Belgrad Waterfront -ის დაათვალიერებს.
მინისტრი ასევე ეწვევა ბელგრადის საგამოფენო ცენტრსაც, სადაც მულტიმედიურ სივრცეში მომავალი საერთაშორისო გამოფენის - „ექსპო 2027“...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→