
ბიზნესი
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ინტერესია, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაღრმავდეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დამატებით გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს
👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება და აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე უმსხვილეს ინვესტორებთან.
„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენი ინტერესია, გაღრმავდეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, დამატებით მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ მნიშვნელოვან დარგს, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებას, ლოგისტიკას, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, დეველოპერულ სექტორს. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში ხელშესახები შედეგებით დავბრუნდებით“, - აღნიშნა მ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→