მარია კალესნიკავამ ევროკავშირს ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რადიო „თავისუფალი ევროპის“ ბელორუსული სამსახურის ცნობით, მარია კალესნიკავამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ბელარუსში სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, დიალოგი აწარმოონ ბელარუსის ავტორიტარულ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან.
Financial Times-თან ინტერვიუში, ოპოზიციის ლიდერ ვიქტარ ბაბარიკას შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა და 2020 წლის საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა კალესნიკავამ აღნიშნა, რომ ევროპისგან იზოლაცია ლუკაშენკას რუსეთთან აახლოებს. „ეს ბელარუსს ნაკლებად უსაფრთხოს და ნაკლებად პროგნოზირებადს ხდის ევროპისთვის“, თქვა მან.
კალესნიკავას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ის გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო. ის სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად გაათავისუფლეს შარშან დეკემბერში, ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ. გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე კომენტატორმა გააკრიტიკა იგი იმისთვის, რომ უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკაშენკას მადლობა გადაუხადა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. ეს მოხდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→