
ტექნოლოგია
მალე მანქანების ტესტირებებს ქალ მანეკენებზეც ჩაატარებენ
Commersant👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ახალი მანქანების შექმნისას მანეკენები პირველი იღებენ დარტყმებს, რათა მომავალში ადამიანები გადაარჩინონ. ათწლეულების მანძილზე ეს მანეკენები კაცების სხეულებზე იყო დაფუძნებული, ახლა კი ქალების დრო დადგა — როგორც ამბობენ, ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მანქანების ტესტირებისას ქალ მანეკენებს გამოიყენებენ — ასე სრულად შეიცვლება მანქანების აგების, ტესტირებისა თუ შექმნის კრიტერიუმები.ჯერ კიდევ ნოემბერში ამერიკის მარეგულირებლებმა THOR-05F-ის პირველი სატესტო მანეკენი წარადგინეს, რომელიც ქალის ანატომიაზე იყო მორგებული. სახელი კი შემდეგნაირად იშიფრება: Test device for Human Occupant Restraint, 5th-percentile Female. მოდელი ამერიკის სატრანსპორტო დეპარტამენტმა, ინდუსტრიულ პარტნიორ Humanetics-თან ერთად, შეიმუშავა და ნებართვაც მიიღო ფედერალურ კვლევებში გამოსაყენებლად.თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ქალ მძღოლებს მანქანების შექმნისას არ ითვალისწინებდნენ, უბრალოდ ამისთვის მამრობითი სქესის მიხედვით აგებული მანეკენების შემცირებულ ვერსიებს იყენებდნენ. ბუნებრივია, აღნიშნული ნაკლებად იყო რეალურ საჭირო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→