
მსოფლიო
„ლუკოილის“ ქარხანა „სტავროლენი“ სავარაუდოდ, ისევ დრონებით დარტყმის სამიზნე იყო
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მოწოდების მიუხედავად ღამის განმავლობაში სოციალური ქსელებით გავრცელდა ბუდიონოვსკის მცხოვრებთა მიერ გადაღებული არაერთი ვიდეო და ფოტო, რომლებზეც ასახულია აფეთქებებით გამოწვეული ხანძარი.
ამ მასალების ანალიზის საფუძველზე უკრაინული ტელეგრამ არხი Exilenova+ და რუსული ტელეგრამ-არხი ASTRA წერენ, რომ დრონებით შეტევა იყო ნავთობქიმიურ ქარხანა „სტავროლენზე“.
ეს ქარხანა „ლუკოილ ჯგუფის“ შემადგენლობაშია.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ტელეგრამ-არხზე 23 დეკემბერს, დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძარია სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე და იქ საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ვლადიმიროვს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
ქარხანა „სტავროლენზე“ უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2025 წლის ოქტომბერსა და ნოემბერშიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 22 დეკემბრის ღამის თერთმეტი საათიდან 23 დეკემბრის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ სულ 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 7 - სტა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→