
ბიზნესი
ლონდონმა სანქციები დაუწესა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის
Radio Tavisupleba👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Русснефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს. სულ შეზღუდვები შეეხება 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან.
რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
საუბარია კერძო კომპანია „რუსნეფტზე“ (Русснефть) და არა „როსნეფტზე“ (Роснефть), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.
უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად „დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→