
მსოფლიო
ლიეტუვაში გრძელდება საპროტესტო აქციები საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ლიეტუვაში ათასობით ადამიანი კვირაზე მეტია აპროტესტებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის, LRT-ის (საზოგადოებრივი მაუწყებელი) გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ამარტივებს.
ცვლილების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და სიტყვის თავისუფლებას.
ვილნიუსის ცენტრში, პარლამენტის მახლობლად 17 დეკემბერს, საღამოსაც გაიმართა ხალხმრავალი აქცია, რომლის მონაწილეებმა პარლამენტისგან ისევ მოითხოვეს, უარი თქვას საკანონმდებლო ცვლილებაზე.
LRT პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აქციაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქცია დღეს, 18 დეკემბერს გაგრძელდება.
ლიეტუვის პარლამენტმა გასულ კვირაში პირველი მოსმენით მიიღო სოციალ-დემოკრატების, პარტია „ნემანის განთიადის“ და „ფერმერები-მწვანეების“ კოალიციის მიერ ინიციირებული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევას, ან თანამდებობიდან გათავისუფლებას ფარული კენჭისყრით და დირექტორის გათავისუფლებას ს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→