
მეცნიერება
„ქვეყანაში არსებობს 500-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გენეტიკური რესურსია მსოფლიოში“ - დავით სონღულაშვილი
Commersant👁️2
📰 სტატიის მონაკვეთი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეში უმასპინძლა.სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები თემაზე „ქართული ღვინო - მრავალფეროვნება და თვისებები“, რომელიც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიასა და ქართული მეღვინეობის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავდა. პრეზენტაციები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ წარადგინეს.„ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო ქართული ვაზის ჯიშების აღდგენის პროცესი. ეს პროექტი ეხება იმ უნიკალური კოლექციის შენარჩუნებასა და განვითარებას, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ცნობილია და ამაყობს; ქვეყანაში არსებობს 500-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→