
ბიზნესი
„ქვეყანას რძის სექტორს განვითარების პოტენციალი აქვს და კომპლექსური მუშაობით იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია“
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ქვეყანას რძის სექტორს განვითარების პოტენციალი აქვს და კომპლექსური მუშაობით იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახა კონიაშვილმა განუცხადა."ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო ძალიან მოტივირებულია, რომ ეს დარგი განვავითაროთ და იმედი, მაქვს მომავალში ძალიან კარგ შედეგებამდე მივალთ და დარგის განვითარებას ერთობლივად შევუწყობთ ხელს.მრავალი საკითხია გადასაჭრელი იმისთვის, რომ ქვეყანაში რძის წარმოება საკმარისი გახდეს და ჩვენ იმპორტის ჩანაცვლება რეალურად შევძლოთ. (პირველ რიგში რძის ფხვნილის იმპორტის ჩანაცვლებაზეა საუბარი და შემდეგ სხვა პროდუქტებზე). ქვეყანაში გასაუმჯობესებელია საქონლის ჯიშობრივი მიმართულება. როგორც აღვნიშნე საკითხი კომპლექსურია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქონელი - ის საქონელი, რომელიც ქვეყანაშია საკმაოდ დაბალ პროდუქტიულია, მეორე მიმართულებაა ცოდნის გაღრმავება, ხოლო მესამე მიმართულებაა პირუტყვის საკვების წარმოების ხელშეწყობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ პროდუქტიული საქონელი გვყავდეს, მას შესაბამისი კვე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→